წინამდებარე ცნობარი შექმნილია ზიანის შემცირების ევრაზიის ქსელისა (EHRN) და მამაკაცთა ჯანმრთელობის ევრაზიის კოალიციის (ECOM) მიერ, გლობალური ფონდის (GF) თემის, უფლებების და გენდერის (CRG) ტექნიკური დახმარების ფარგლებში. ცნობარი განკუთვნილია აივ/შიდსის, ტუბერკულოზის, ძირითადი დაზარალებული ჯგუფების (ძდჯ) უფლებების სფეროში მომუშავე სათემო, პაციენტთა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ჯგუფებისათვის.
ცნობარის შემუშავების მიზნით ავტორის მიერ მოხდა ამ პროცესებში ჩართული და დაინტერესებული მხარეების ინტერვიუირება და მათი მოსაზრებების შეჯერება. საკითხით დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის შედეგად, ცნობარის ავტორი გვაწვდის რეკომენდაციებს, რომლებიც სათემო და სამოქალაქო ორგანიზაციებმა უნდა გაითვალისწინონ, რათა შეძლონ ეფექტური ზეგავლენის მოხდენა ქვეყანაში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის ეროვნული პასუხის ფორმირებაზე, განხორციელებასა და ზედამხედველობაზე.
ცნობარის მიზანია აივ-ისა და ტუბერკულოზის ეროვნული რეაგირების ღონისძიებების გლობალური ფონდიდან დაფინანსების სახელმწიფო წყაროზე გარდამავალი პერიოდის გეგმის (გპგ) გაცნობა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებისათვის და იმ ღონისძიებების აქცენტირება, რომელთა განხორციელებაში სათემო და სამოქალაქო ორგანიზაციების (სო და სსო) როლი გადამწყვეტია. ცნობარში მოცემულია ძდჯ თემისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებები გარდამავალი პერიოდის გეგმიდან, მისი გამართვის თარიღის, პასუხისმგებელი მხარის, შესრულების ინდიკატორების და ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციის მითითებით. ინფორმაციის ამგვარი მიწოდება ორგანიზაციებს უადვილებს გეგმის წაკითხვას და მის შესრულებაში საკუთარი როლის უკეთ გაცნობიერებას. გპგ-ს 55 ღონისძიებიდან 28 შეირჩა დეტალიზაციისთვის. ღონისძიებათა დეტალური ცხრილები მოცემულია ცნობარის ბოლოს, დანართის სახით.
ცნობარში აგრეთვე მოცემულია ის გამოწვევები, რომლებიც რჩება ძდჯ-ებისთვის განკუთვნილი აივ და ტუბერკულოზის სერვისების მოცულობისა და მდგრადობის კუთხით, სახელმწიფო დაფინანსების პირობებში. აივ/შიდსზე გაეროს მდგრადი განვითარების მიზნის 90-90-90 მიღწევა შეუძლებელი იქნება თემთა აქტიური მონაწილეობის გარეშე. სწორედ ამიტომ, ცნობარის სათაურს საფუძვლად ცნობილი ლოზუნგი - "არაფერი ჩვენ შესახებ, ჩვენ გარეშე" დაედო.
შესავალი
აივ-ისა და ტუბერკულოზის გავრცელების მიხედვით საქართველო მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. სტიგმა, დისკრიმინაცია, კრიმინალიზაცია (ნარკოტიკის მომხმარებელთა), თანასწორთა მხარდამჭერი ღონისძიებების ნაკლებობა, სერვისების მედიკალიზაცია, არასამთავრობო ორგანიზაციების დაკონტრაქტების სირთულეები სახელმწიფოს მხრიდან და მრავალი სხვა ფაქტორი პაციენტთა და ძირითად დაზარალებულ ჯგუფთა (ძდჯ) მონაწილეობისთვის ბარიერს წარმოადგენს. ძირითადი ჯგუფების ჩართულობა აივ-ზე და ტუბერკულოზზე ეროვნული რეაგირების ფორმირებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ სერვისების დაფინანსების სახელმწიფო წყაროებზე გადასვლის პერიოდში, რათა მოხდეს არსებული სერვისების შენარჩუნება და გაუმჯობესება, მათი თემის ბაზაზე დანერგვა და ამით ეპიდემიებზე ეფექტური პასუხის შემუშავება.
გარდამავალი პერიოდის გეგმის სიტუაციურ ანალიზში ნათქვამია, რომ საქართველოს მიერ აივ-ის და ტუბერკულოზის სფეროების დაფინანსების გაზრდა, გარკვეულ წილად, 2014 წელს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერითაც იყო განპირობებული. კერძოდ, ხელშეკრულების 356-ე მუხლი მიუთითებს, რომ საქართველო ვალდებულია, გააძლიეროს "ეპიდზედამხედველობა და ისეთი გადამდები დაავადებების კონტროლი, როგორიცაა, მაგალითად, აივ/შიდსი, ვირუსული ჰეპატიტი, ტუბერკულოზი, ანტიმიკრობული რეზისტენტობა, და ასევე აამაღლოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის წინაშე წამოჭრილი საფრთხეებისა და საგანგებო სიტუაციებისათვის მზადყოფნა".
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაში ეს ჩანაწერი შედეგია ძირითადი დაზარალებული ჯგუფების წარმომადგენლების ხშირი მიმართვიანობისა ევროპის კავშირის ქვეყნებში თავშესაფრისა და მკურნალობის მისაღებად.
აივ-ინფექცია/შიდსი
ზოგად მოსახლეობაში აივ ინფექციის გავრცელება საქართველოში დაბალია. თუმცა, ახალი შემთხვევების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს. თავდაპირველად, გადაცემის ძირითადი გზა ნარკოტიკის ინექციური მოხმარება იყო, თუმცა უკანასკნელი წლებში წამყვანი მიზეზი ჰეტეროსექსუალური გადაცემა გახდა (იხილეთ სურათი 1), რაც ძირითადად ნარკოტიკის ინექციური მოხმარებლების სქესობრივი პარტნიორებში გამოვლენით აიხსნება; მნიშვნელოვნად იზრდება ახალი შემთხვევების მაჩვენებელი მსმ-ებში -- კვლევების მიხედვით, აივ-ის გავრცელება მსმ-ებში ყოველ 3-4 წლიან პერიოდში ორმაგდება, და 2015 წლის მონაცემებით, აივ-ის გავრცელებამ ამ ჯგუფში 25.1%-ს მიაღწია (იხილეთ სურათი 2).
სურათი 1. აივ ინფექციის გავრცელება გადაცემის გზების მიხედვით 2010-2015 წლებში
საქართველოში სავარაუდოდ 9600 აივ დადებითი პირი ცხოვრობს, თუმცა მათმა ნახევარმა (49%) არ იცის თავისი დაავადების სტატუსის შესახებ. 2015 წლის მონაცემებით დიაგნოსტირებული აივ დადებითი პირების 70% არვ თერაპიაზე იმყოფებოდა. ამან განაპირობა პაციენტებში ვირუსის სუპრესიის მნიშვნელოვანი ზრდა, და 2015 წელს ეს მაჩვენებელი მიღწეული იქნა სულ მკურნალობაში ჩართული პირების 59% შემთხვევაში.
სურათი 2. აივ-ის გავრცელება მსმ-ებში თბილისი (2007-2015), წყარო: დკსჯეც
გაეროს მდგრადი განვითარების მიზნის მიხედვით, გამოვლენის, მკურნალობის და იმუნური სუპრესიის მაჩვენებლები უნდა იყოს 90-90-90%. ზემოთმოყვანილი მონაცემების მიხედვით ამ მიზანს საქართველო ვერ აკმაყოფილებს (51-70-59%).
ტუბერკულოზი
ტუბერკულოზის გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა უკანსაკნელი 6 წლის განმავლობაში კლებულობს. მიუხედავად ამისა, ტუბერკულოზის რეზისტენტული და მულტირეზისტენტული ფორმების გავრცელება კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევაა (იხილეთ სურათი 3). ეს ზრდის დაავადების სოციალურ და ეკონომიკურ ტვირთს. ახალ შემთხვევებში ტუბერკულოზის რეზისტენტული ფორმის წილი 12%-ია, რაც საგანგაშო მაჩვენებელია. მულტირეზისტენტული (MDR TB) ტუბერკულოზის მკურნალობის წარმატების მაჩვენებელი არ აღემატება 43%-ს, და ამასთან, სამიდან ერთ ადამიანთან კონტაქტი იკარგება მკურნალობის პროცესში. ტუბერკულოზის პაციენტთა 89% იცოდა საკუთარი აივ სტატუსის შესახებ, მკურნალობის წარმატების მაჩვენებელი რეზისტენტული ტუბერკულოზისა და აივ-ის კოინფექციის მქონე პაციენტებში დაბალია - 29% .
აივ-ისა და ტუბერკულოზის ინტერვენციების გლობალური ფონდის და სხვა დონორების მიერ დაფინანსების პირობებშიც კი ქვეყანა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. დონორების გასვლის შემდეგ, მნიშვნელოვანია ამ დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის უწყვეტად და შეუფერხებლად გადაბარება სახელმწიფო დაფინანსების წყაროებისათვის. ამ მიზნით შეიქმნა გარდამავალი პერიოდის გეგმა.
სურათი 3. ტუბერკულოზის მულტირეზისტენტული ფორმების გავრცელება საქართველოში, წყარო: დკსჯეც, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი
მნიშვნელოვანი ფაქტები გარდამავალი პერიოდის გეგმის შესახებ
ზოგადი ინფორმაცია გეგმის შემუშავების შესახებ
გეგმა 2016 წლეს შემუშავდა. ეს პროცესი დაფინანსდა გლობალური ფონდის პროგრამების ძირითადი მიმღების - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის (დკსჯეც) მიერ. გეგმა ეფუძნება გარდამავალი პერიოდისათვის მზაობის შეფასებას, რომელიც საერთაშორისოყ ფონდმა "კურაციო"-მ ჩაატარა 2015 წელს გლობალური ფონდის დაფინანსებით. გეგმის შემუშავების პროცესში აქტიურად იყო ჩართული სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციები პოლიტიკისა და ადვოკატირების საკონსულტაციო კომიტეტის - პასკ-ის ფორმატში, ხოლო შუალედური ვერსიები ასევე განიხილებოდა ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში. დოკუმენტის საბოლოო ვერსია 2017 წელს დამტკიცდა ქსს-ის მიერ.
გარდამავალი პერიოდის გეგმის დანიშნულება და დაფინანსების პერპექტივები, სხვა დაკავშირებული დოკუმენტები და პროცესები
გარდამავალი პერიოდი აივ-ისა და ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამების დაფინანსებაში 2015 წლიდან დაიწყო. გარდამავალი პერიოდი გულისხმობს, რომ გლობალური ფონდის და სხვა დონორების დაფინანსებას ეტაპობრივად ანაცვლებს სახელმწიფო ბიუჯეტი.
გპგ მოიცავს გარდამავალი პერიოდის მხოლოდ იმ ღონისძიებებს, რომლებიც არ არის განსაზღვრული და დაბიუჯეტებული:
ა) გლობალური ფონდის და სხვა დონორების მიერ ამჟამად დაფინანსებულ პროგრამებში; და
ბ) აივ-ისა (2016-2018) და ტუბერკულოზის (2016-2020) მიმდინარე და სამომავლოდ მისაღებ ეროვნულ სტრატეგიულ გეგმებში.
(წყარო: ინტერვიები გპგ-ის შემუშავებაში ჩართულ პირებთან)
შესაბამისად, გარდამავალი პერიოდის ღონისძიებების სრული სურათის, განფასებისა და დაფინანსების წყაროს განსაზღვრა მხოლოდ გპგ-ს მეშვეობით ვერ ხერხდება და აუცილებელია ზემოთ ხსენებული დოკუმენტების პარალელური განხილვა.
ეს ორი სტრატეგია და გპგ ერთობლიობაში წარმოადგენს ქვეყნის სამოქმედო გეგმას გარდამავალ პერიოდში. აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის სტრატეგია ამ დაავადებების მართვისთვის საჭირო სერვისების მიწოდების უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული, ხოლო გპგ -- ჯანდაცვის სისტემის განმტკიცებას, მმართველობისა და საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესებაზე.
აღსანიშნავია, რომ ამ სტრატეგიულ დოკუმენტებს თან ახლავს ბიუჯეტიც. თუმცა, იმისთვის, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს ამ თანხების მობილიზება, ეს ვალდებულება პარალელურად უნდა იყოს ასახული ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტშიც (BDD). BDD განსაზღვრავს სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებსა და საბიუჯეტო ასიგნების ზღვრულ მოცულობებს (ანუ, რაზე და რა თანხის მობილიზება შეუძლია სახელმწიფოს).
გარდა BDD-ისა, მნიშვნელოვანი დოკუმენტია მიმდინარე წლის ბიუჯეტი, რომელშიც უკვე კონკრეტული ასიგნებებია ასახული. და ბოლოს, სახელმწიფო პროგრამები, რომელშიც უკვე ასახულია კონკრეტული სამინიტროს (ამ შემთხვევაში, სშჯსდ სამინისტრო) ხედვა, რაზე და როგორ მოხდება საბიუჯეტო თანხების დახარჯვა.
ყველა ამ დოკუმენტის ერთობლიობა წარმოადგენს ბაზას, რის საფუძველზეც შესაძლებელია გარდამავალი პროცესის ობიექტური შეფასება.
ექსპერტთა მოსაზრებით, მნიშვნელოვანია უფრო დაზუსტდეს გლობალური ფონდის პროგრამების ის ღონისძიებები, რომელთა ჩანაცვლებაც იგეგმება 2019-2020 წლებში. ეს კი შესაძლებელი იქნება 2019-2023 წლების აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის ახალი სტრატეგიების შემუშავების პროცესში. წინააღმდეგ შემთხვევაში, არის რისკი, რომ ფინანსთა სამინისტროსთვის ძნელი დასასაბუთებელი იქნება საბიუჯეტო სახსრების მნიშვნელოვანი ზრდის მიზანშეწონილება, რასაც შესაძლოა მოჰყვეს სხვადახვა სერვისების დაფინანსების გარეშე დარჩენა, მაგალითად, ძირითადი დაზარალებული ჯგუფებისთვის (მსმ, ნიმ, კსმ) გამიზნული პრევენციული ინტერვენციების, თანასწორთა მხარდამჭერი სერვისების და ა.შ.
მოსალოდნელი გამოწვევების თავიდან აცილება კი შესაძლებელია სამოქალაქო საზოგადოების მჭიდრო ჩართულობით ზემოაღნიშნული ახალი სტრატეგიების შემუშავების, საბიუჯეტო ციკლის დაგეგმვის, ისევე როგორც მისი შესრულების მონიტორინგის პროცესში.
გარდამავალი პერიოდის გეგმის სტრუქტურა და დანართები
გარდამავალი პერიოდის გეგმა რამდენიმე ვრცელი დოკუმენტისგან შედგება.
პირველ რიგში, ეს არის (I) გარდამავალი პერიოდის გეგმის აღწერის დოკუმენტი, რომელიც თავის მხრივ მოიცავს ინფორმაციას (1) არსებული ვითარების, (2) გამოწვევებისა და იმ (3) ამოცანებისა და ღონისძიებების შესახებ, რომლებიც დაგეგმილია ამ გამოწვევების დაძლევისთვის.
გპგ-ს ტექსტში მოცემული ინფორმაცია დაყოფილია ბლოკებად. გარე გარემოს ნაწილში მოცემულია ბლოკები (1) პოლიტიკური, და (2) ეკონომიკური ასპექტების შესახებ, ხოლო შიდა გარემოს ნაწილში მოცემულია პროგრამების განხორციელებისა და მათი დაფინანსების მდგრადობისათვის საჭირო ასპექტები: (3) ფინანსური რესურსები, (4) ადამიანური რესურსები და (5) ინფრასტრუქტურა, (6) ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემა, (7) მმართველობა, (8) ანგარიშვალდებულება, (9) სერვისების მიწოდება, (10) შესყიდვები და მომარაგების მართვა, (11) ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარება და უშუალოდ (12) გარდამავალი დაგეგმვა.
გარდა ძირითადი დოკუმენტისა, გპგ შედგება აუცილებელი დანართებისგან: (II) აქტივობების დროში განაწილებისა და მათზე პასუხისმგებლობის გადანაწილების ცხრილი; (III) მონიტორინგისა და შეფასების ჩარჩო და (IV) ბიუჯეტი.
გარდამავალი პერიოდის გეგმის ბლოკების მოკლე მიმოხილვა და არსებული გამოწვევების ანალიზი
წინამდებარე სექციაში მოცემულია გპგ-ს ამოცანები და ღონისძიებები შემოკლებული ფორმით, ძირითად ბლოკების მიხედვით. აივ-ისა და ტუბერკულოზის ღონისძიები განირჩევა ერთმანეთისაგან შეფერილობის მიხედვით: აივ-ის ნაწილში გაწითლებულია და ტუბერკულოზში გალურჯებული (ონლაინ ვერსიაში ჩამოსაშლელი ისრითაა გამოყოფილი) ის ღონისძიებები, რომლებიც, ავტორთა აზრით, გადამწყვეტია თემთა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობისთვის. მწვანე ფერით გამოყოფილია ღონისძიებები, რომლებიც თანაბრად ეხება როგორც აივ-ს, ისე ტუბერკულოზს.
გეგმის მიზანია: აივ ინფექციასა და ტუბერკულოზზე ეროვნული რეაგირების გლობალური ფონდის დაფინანსებიდან სრულად ადგილობრივ დაფინანსებაზე შეუფერხებელი გადასვლის უზრუნველყოფა 2022 წლისთვის
გეგმას აქვს ორი ძირითადი ამოცანა:
- გარე გარემო: ხელსაყრელი სამართლებრივი გარემოს შექმნა აივ/შიდსა და ტუბერკულოზზე ეროვნული პასუხის შეუფერხებელი განხორციელებისათვის და არასამთავრობო ორგანიზაციების მეტი ჩართულობის უზრუნველყოფა სახელმწიფო დაფინანსების საშუალებით;
- შიდა გარემო: ქვეყნის სტრუქტურული, ინსტიტუციური და ადამიანური რესურსების გაძლიერება აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პროგრამების უწყვეტად, მაღალი ხარისხითა და სამიზნე მოსახლეობის მაღალი მოცვით განხორციელებისათვის.
ამოცანა 1.1.1. შეიქმნას ხელსაყრელი სამართლებრივი გარემო აივ-ზე ეროვნული რეაგირებისთვის | ამოცანა 1.1.2. ხელსაყრელი გარემოს შექმნა სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის მათი აივ და ტუბერკულოზზე ეროვნული რეაგირების პროცესში ჩართვის მიზნით | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
აქტივობა 1.1.1.1. გაძლიერდეს კოორდინაცია დაინტერესებულ მხარეებს, შესაბამის სამთავრობო უწყებებს, საპარლამენტო კომისიებს, სამოქალაქო საზოგადოებას, და ნარკოპოლიტიკის რეფორმის ეროვნულ პლატფორმას შორის ქვეყანაში ნარკოკანონმდებლობის შესაცვლელად. | აქტივობა 1.1.2.1. განხილულ იქნას სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონი და შესაბამისი რეგულაციები, რათა გამოვლინდეს პოტენციური ბარიერები სამოქალაქო საზოგადოების დაკონტრაქტებისათვის სახელმწიფო დაფინანსებით აივ და ტუბერკულოზის სერვისების გაწევის მიზნით. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
აქტივობა 1.1.1.2. პოლიტიკის შემუშავებაზე მიმართული ინტერვენციების მონიტორინგი და ხელშეწყობა, რათა აღმოფხვრილ იქნას საკანონმდებლო ბარიერები აივ პრევენციის და ზიანის შემცირების სერვისებზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით როგორც სამოქალაქო, ასევე სასჯელაღსრულების სექტორში. | აქტივობა 1.1.2.2. შეფასდეს სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ბარიერები და შესაძლებლობები, რათა მათ დააკმაყოფილონ სახელმწიფო შესყიდვების მოთხოვნები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში - შემუშავდეს და დამტკიცდეს დეტალური ოპერაციული სახელმძღვანელო, რომელშიც აღწერილი იქნება სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ჯანმრთელობის სერვისების მიწოდებაზე ხელშეკრულებების დადების წესები და პროცედურები. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
აქტივობა 1.1.1.3. "ოთხი სვეტის" პრინციპზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკის, ანტინარკოტიკული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და მისი განხორციელების მხარდაჭერა. | აქტივობა 1.1.2.3. განვითარდეს სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მათი ქსელების და კოალიციების შესაძლებლობები - პროგრამების მართვის, რესურსების მობილიზების საკითხებში ტრენინგების და ტექნიკური დახმარების მიწოდების გზით, რათა მათ დააკმაყოფილონ სახელმწიფო შესყიდვების მოთხოვნები. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
ამ ბლოკში მოცემული ყველა აქტივობა აქცენტირებულია, ვინაიდან პროგრამებისთვის ხელსაყრელი გარემო პირობების უზრუნველყოფას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ძდჯ-თვის.
1.1.1.1-1.1.1.3 ღონისძებები გპგ-ს სამუშაო (2017 წლის იანვრის რედაქცია დამტკიცებული ქ.ს.ს.-ს მიერ) ვერსიაში ითვალისწინებდა ნარკოტიკის მოხმარებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმებას, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის გაუქმებას. საბოლოო რედაქცით კი კანონმდებლობის გადახედვა და ოთხ-სვეტიანი ნარკოპოლიტიკის გატარებაა მოცემული. ოთხ-სვეტიანი ნარკოპოლიტიკის განხორციელება ანტინარკოტიკული უწყებათაშორისი საბჭოს მიერ შემუშავებული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მეშვეობით უნდა დარეგულირდეს. ცნობისათვის, 2014-2015 წლებში მოქმედებდა და ახლაც უნდა მოქმედებდეს მსგავსი ნარკოპოლიტიკა, თუმცა კანონმდებლობაზე და პრაქტიკაზე დაკვირვებით შეიძლება ითქვას, რომ შეუძლებელი იქნება ამგვარი დაბალანსებული პოლიტიკის გატარება, სანამ დიამეტრალურად არ შეიცვლება მიდგომა რეპრესიულიდან საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე ორიენტირებულით.
გპგ-ს მიღების ბოლო ეტაპზე ინდიკატორების ასეთი ცვლილება აჩვენებს, რომ საქართველო ამ ეტაპზე მზად არ არის რეპრესიული ნარკოპოლიტიკის ბერკეტის ხელიდან გასაშვებად.
ამავე ბლოკში ინდიკატორადაა მოყვანილი ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტისა და ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მონაწილეობით საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე მუშაობის პროცესი. ამ ეტაპზე, კანონპროექტის განხილვა არ დაწყებულა და არ არსებობს გარანტია, რომ ამ პროცესის შედეგად, სადამსჯელო ნარკოპოლიტიკის ცვლილება მოხდება.
შესყიდვებთან მიმართებაში აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ორგანიზაციებისათვის არ არსებობს სამოქალაქო საზოგადოების დაკონტრაქტების სამართლებრივი ბარიერები (აქტივობა 1.1.2.1.). თუმცა ხისტი სატენდერო პროცედურები ზღუდავს ფინანსურად/ორგანიზაციულად სუსტი, ან მხოლოდ არასამეწარმეო საქმიანობის განამხორციელებელი ორგანიზაციების მონაწილეობას (მაგ. მათ უჭირთ ან ვერ ახერხებენ საბანკო გარანტიის წარმოდგენას, რომელიც მოითხოვება სატენდერო პირობებით).
პრობლემის საკანონმდებლო დონეზე მოგვარებისთვის, აუცილებელია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში სოციალურ კონტრაქტთან დაკავშირებული ცვლილებების ინიცირება, რაც ნაკლებ მოსალოდნელია. გპგ-ში პირდაპირ იკითხება, რომ იგეგმება არა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში ცვლილების შეტანა, არამედ სათემო სექტორის ბარიერების კვლევა და შემდგომში მათთან იმგვარად მუშაობა, მარტივად რომ ვთქვათ, საბანკო განარანტიის წარმოდგენა შესძლონ. ექსპერტებს ხშირად არგუმენტად მოჰყავთ სახელმწიფო შესყიდვების ამ კანონის პოზიტიური შეფასება საერთაშორისო ექსპერტების მიერ. თუმცა, თუ კი კანონი კარგია, არ ნიშნავს, რომ მისი გაუმჯობესება არ შეიძლება. სამოქალაქო საზოგადოებამ ერთობლივი ძალისხმევით უნდა შესძლოს საქართველოს მთავრობისთვის ცვლილებების აუცილებლობის მკაფიო დასაბუთება, რათა გაუმჯობესებულმა კანონმა ხელი შეუწყოს ორგანიზაციების საქმიანობის განხორციელებას და არა პირიქით, შეაფერხებს ის.
გამოწვევების დასაძლევად, საჭიროა სამოქალაქო საზოგადოების და სხვა დაინტერესებული მხარეების თანამონაწილეობით, არსებული რეგულაციების უფრო სიღრმისეული ანალიზი და იდენტიფიცირებულ ხარვეზებზე/ბარიერებზე დაყრდნობით, დეტალური ოპერაციული სახელმძღვანელოს შემუშავება, რომელშიც აღწერილი იქნება სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ჯანმრთელობის სერვისების მიწოდებაზე ხელშეკრულებების დადების წესები და პროცედურები (აქტივობა 1.1.2.2.).
ასევე მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლოების გაძლიერება სახელმწიფო შესყიდვების მოთხოვნების დაკმაყოფილების პოტენციალის განვითარების მიზნით (აქტივობა 1.1.2.3.). საჭიროა ტრენინგების ორგანიზება, რათა მათ უფრო მოქნილად შეძლონ პროგრამების მართვა და საჭირო რესურსების მობილიზება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის პროცესში. ტრენინგის კურიკულუმის მომზადებასა და ტრენინგების ჩატარებაში აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული სამოქალაქო საზოგადოება. თუმცა, ეს უნდა ხდებოდეს სახელმწიფოს მხრიდან ამ ორგანიზაციების უნიკალური როლის აღიარების ფონზე, რაც თავის მცრივ, კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანით იქნება შესაძლებელი.
2.1.1. ფინანსური რესურსები - აივ | 2.1.2. ფინანსური რესურსები - ტუბერკულოზი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ამოცანა 2.1.1. აივ/შიდსზე ეროვნული რეაგირებისათვის სრული ბიუჯეტური ვალდებულების და დაფინანსების ალოკაციის ეფექტურობის უზრუნველყოფა. | ამოცანა 2.1.2. ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამისათვის ადეკვატური დაფინანსების უზრუნველყოფა და დაფინანსების ალოკაციის ეფექტურობის გაუმჯობესება | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
აქტივობა 2.1.1.1. აივ/შიდსის ეროვნული პროგრამის ტექნიკური ეფექტურობის და დაფინანსების ალოკაციის ეფექტურობის კვლევის განხორციელება, რომლის მიგნებები ინფორმირებას გაუკეთებს გარდამავალ პერიოდში აივ/შიდსის სტრატეგიულ დაგეგმარებას. | აქტივობა 2.1.2.1. ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის დაფინანსებაში არსებული ღიობების შევსება. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
აქტივობა 2.1.1.2. საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა ჯანდაცვის ანგარიშების სისტემის განვითარება-დანერგვაში, რათა სისტემამ უზრუნველყოს აივ/შიდსზე დანახარჯების რეგულარული მონიტორინგი, წლიური ანგარიშების მომზადება და მათი ხელმისაწვდომობა საზოგადოებისათვის. | აქტივობა 2.1.2.2. ტუბერკულოზის დარგში დასაქმებული პერსონალის უწყვეტი პროფესიული განათლებისთვის საჭირო დაფინანსების მობილიზება. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
აქტივობა 2.1.1.3. შესაბამისი პერსონალის გადამზადება და მათი შესაძლებლობების განვითარება ჯანდაცვის ანგარიშების სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის. | აქტივობა 2.1.2.3. ტუბერკულოზის კონტროლის პროგრამის წლიური დანახარჯების ანალიზი და ანგარიშების მომზადება. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
აქტივობა 2.1.1.4. აივ/შიდსზე წლიური დანახარჯების ანალიზი და ანგარიშების მომზადება აივ/შიდსის მულტისექტორული პასუხის გასაძლიერებლად. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
აქტივობა 2.1.1.5. მაღალი სარისკო ქცევის მქონე პოპულაციებში საჭიროებების შესაბამისი დაფინანსების ალოკაცია (ადვოკაცია) აივ პრევენციული პროგრამების, მათ შორის დაბალზღურბლოვანი პროგრამების განსახორციელებლად. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
აქტივობა 2.1.1.6. დაფინანსების ალოკაციის ეფექტურობის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხების თანაზომიერი გადანაწილება თითოეული სამიზნე ჯგუფის ეპიდემიოლოგიური პრიორიტეტების შესაბამისად. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
აქტივობა 2.1.1.7. სახელმწიფო დაფინანსების გამოყოფის უზრუნველყოფა აივ/შიდსთან დაკავშირებული კვლევებისათვის, მათ შორის მეორე თაობის ეპიდზედამხედველობის კვლევებისათვის (სამიზნე პოპულაციებში ქცევაზე ზედამხედველობის და ბიომარკერების კვლევები; და პოპულაციის ზომის განსაზღვრის კვლევები). | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
აქტივობა 2.1.1.8. შესაბამის სამინისტროებთან (განათლების და მეცნიერების სამინისტრო, სასჯელაღსრულების სამინისტრო, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრო და სხვ.) ადგილობრივ მთავრობებთან, ქალაქების მერიასთან, მუნიციპალიტეტებთან მუშაობა. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობა სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვისა და მონიტორინგის პროცესში ამ ჯგუფის ინტერესების დაცვისა და მომსახურების მდგრადობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი მექანიზმია.
ამ მიზნით, რეგულარულად უნდა განხორციელდეს როგორც საადვოკაციო საქმიანობა, ისე არსებული დაფინანსებისა და გპგ-ით და სხვა მასთან დაკავშირებული დოკუმენტებით (აივ-ის, C ჰეპატიტის, ტუბერკულოზის ეროვნული გეგმები) აღებული ვალდებულებების მონიტორინგი. რეგულარული მონიტორინგისა და კონტროლის მიზნით, საჭიროა შეიქმნას მექნიზმები, რომელიც უზრუნველყოფს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას ამ პროცესში. ყოველწლიურად CCM-ის და PAAC-ის სხდომებზე უნდა მოხდეს ანგარიშის წარდგენა სახელმწიფოს მიერ აივ/შიდსსა და ტუბერკულოზის მართვის სერვისებზე გაწეული ხარჯებისა და მიღებული შედეგების შესახებ (აქტივობა 2.1.1.2.). ასევე, ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს აივ/შიდსსა და ტუბერკულოზის დანახარჯების ეროვნული ანგარიშები (განთავსდეს ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე).
სამოქალაქო კონტროლის ეფექტურად განსახორციელებლად, სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციებმა უნდა შექმნან სახელმწიფო ფინანსური ვალდებულებების ერთიანი მატრიცა, რომელშიც ასახული იქნება როგორც გპგ-ით, ისე სხვა დაკავშირებული სტრატეგიებითა და სახელმწიფო პროგრამებით განსაზღვრული ფინანსური ვალდებულებები. ასეთი მიდგომით, შესაძლებელი იქნება დუბილირებულად აღებული ვალდებულებების (ანუ, ვალდებულება რომელიც რამოდენიმე გეგმაში არის გაწერილი) კონტროლის ეფექტური მექანიზმის შექმინისთვის, ისევე როგორც ჯამურად საჭირო სახელმწიფო ინვესტიციების ოდენობის განსაზღვრისთვისა და მონიტორინგისთვის.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მხრიდან გლობალური ფონდის დაფინანსების ჩანაცვლების პროცესი უკვე დაწყებულია. მაგრამ არსებობს მთელი რიგი მომსახურებები, რომლებიც დღესაც სრულად გლობალური ფონდის დაფინანსებაზეა დამოკიდებული. მნიშვნელოვანია ამ სერვისების მდგრადობის უზრუნველყოფა გლობალური ფონდის დაფინანსების დასრულების შემდეგ.
მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების და ძირითადი დაზარალებული ჯგუფების მეტი ჩართულობა უშუალოდ საბიუჯეტო დაგეგმვის პროცესშიც. ეს გაზრდის სამოქალაქო კონტროლის საშუალებას.
შესამუშავებელია ქსს-ის და პასკ-ის ჩართულობის მექანიზმები აივ/შიდსის და ტუბერკულოზის ეროვნული პასუხის ბიუჯეტირების პროცესში.
აღსანიშავია, რომ ამ ღონისძიების ძირითად ტექსტში შეტანილი რედაქციის მიხედვით იგეგმება თანხების ალოკაცია, ხოლო სამოქმედო გეგმისა და მონიტორინგისა და შეფასების ჩარჩოს მიხედვით - ადვოკაცია.
გპგ-ის მიხედვით, აივ/შიდსის ახალ ნაციონალურ სტრატეგიულ გეგმას საფუძვლად დაფინანსების ტექნიკური და ალოკაციის ეფექტურობის კვლევა დაედება (აქტივობა 2.1.1.1.). შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში აქტიურად იყოს ჩართული და ინფორმირებული სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციები. საზოგადოების პროაქტიული როლი, ვინაიდან, სწორედ ამ კვლევის მიგნებები დაედება საფუძვლად შემუშავებას, სადაც განფასებული და დაბიუჯეტებული იქნება დაბალზღურბლოვანი სერვისებიც.
საქართველოს აივ/შიდსის ეროვნულ პასუხში ინვესტირების ოპტიმიზაციის კვლევა (OPTIMA) (აქტივობა 2.1.1.6.) ადასტურებს, რომ რესურსების გადანაწილება ეფექტური იქნება შემდეგ ჯგუფებზე: მამაკაცები, რომლებსაც სქესობრივი კავშირი აქვთ მამაკაცებთან და ქალებთან (MSMW), რადგან ამ ჯგუფში ყველაზე მაღალია აივ ინფექციის გავრცელება. აქვე აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ნიმ-ებში აივ პრევალენტობის დაბალი მაჩვენებლისა, ნიმ-ების პოპულაცია უნდა დარჩეს აივ/შიდსზე ეროვნული რეაგირების ერთ-ერთ პრიორიტეტულ ჯგუფად, რადგან აივ-ით დაზარალებული ყველაზე დიდი ჯგუფია და არსებობს აივ ინფექციის სწრაფი გავრცელების მნიშვნელოვანი საფრთხე.
დაფინანსების მდგრადობას გადამწყვეტი მნიშნველოვა აქვს არსებული შედეგების შენარჩუნებასა და გაუმჯობესებისთვის და რესურსების გადანაწილება მხოლოდ ეპიდემიოლოგიურ მონაცემებს არ უნდა ეყრდნობოდეს. მაგალითად, ზიანის შემცირების ღონისძიებების შემცირებას სხვა ქვეყნებში ამ ჯგუფში აივ-ის გავრცელების ზრდა მოჰყვა. ხოლო, მეორეს მხრივ, ამ მიდგომის სისწორეს ისიც მოწმობს, რომ ბოლო წლების განმავლობაში, მსმ-ის ჯგუფისთვის სერვისების არ იყო პრიორიტეტულად მიჩნეული აივ-ის დაბალი გარცელების გამო, და გამოყოფილი ფულადი სახსრებიც ცოტა იყო. შედეგად მივიღეთ 25.1%-იანი პრევალნტობა ამ ჯგუფში. მისასალმებელია მსმ ჯგუფის საჭიროებებზე დაგვიანებით, მაგრამ მაინც აქცენტირება, თუმცა სახელმწიფომ უნდა გააცნობიეროს, რომ ამის მიღწევას, რისკის სხვა ჯგუფისთვის განკუთვნილი სერვისების შემცირების ხარჯზე ვერ მიაღწევს.
გლობალური ფონდის პროგრამების დასრულების შემდეგ, მთავრობამ ასევე უნდა უზრუნველყოს აივ-თან დაკავშირებული კვლევების (აქტივობა 2.1.1.7.) დაფინანსება (მათ შორის ბიომარკერული და პოპულაციის ზომის განსაზღვრის კვლევები), რაც ხელს შეუწყობს მაღალი სარისკო ქცევის მქონე პოპულაციებში სარისკო ქცევის შესწავლასა და საჭიროებებზე მორგებულ დაფინანსებას. ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფისთვის, ეს ღონისძიება უნდა აისახოს აივ/შიდსის 2019-2023 წლების ახალ სტრატეგიაში და განსაზღვროს დაფინანსების წყარო. აღსანიშნავია, რომ ეს კვლევები ძალიან მნიშვნელოვანია.
გპგ-ში საუბარია საბიუჯეტო რესურსების დივერსიფიკაციაზეც. დონორების დაფინანსების შემცირებისა და ეროვნული ვალუტის რყევების გამო, სავარაუდოდ, ჯანდაცვის სამინისტროზე დაკისრებული ფინანსური ტვირთი მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამიტომ, დამატებითი რესურსების მოზიდვა აუცილებელია სხვა სამთავრობო სააგენტოებისა (განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო და ა.შ.) და ადგილობრივი მთავრობების, ქალაქის მუნიციპალიტეტების ჩართვით. მნიშვნელოვანია კერძო სექტორის/დამსაქმებლების დაინტერესება აივ ეროვნული რეაგირების პროგრამით (აქტივობა 2.1.1.8.). აღსანიშნავია, რომ გპგ-ში ადგილობრივი ბიუჯეტებიდან რესურსების გამოყოფის ადვოკატირებაზე პასუხისმგებელ სუბიექტად სამოქალაქო საზოგადოება არის განსაზღვრული, თუმცა ამ პროცესში ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების ჩართულობას დიდი მნიშნვნელობა აქვს და სს/სო-მ უნდა შეეცადოს ასეთი თანამშრომლობის ინიცირებას.
ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის დაფინანსებაში არსებული ღიობების შევსება (აქტივობა 2.1.2.1.) აგრეთვე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, სამოქალაქო სექტორის მხრიდან მონიტორინგის განსახორციელებლად. მაგალითად, ამ ღონისძიების მონიტორინგისა და შეფასების ჩარჩოს მიხედვით 2015 წელს არსებული 46%-იანი სახელწიფო დაფინანსების წილი 2021 წელს 80%-მდე უნდა გაიზარდოს.
2.2.1. ადამიანური რესურსები - აივ | 2.2.2. ადამიანური რესურსები - ტუბერკულოზი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ამოცანა 2.2.1. აივ/შიდსზე ეროვნული რეაგირებისათვის ადეკვატური ადამიანური რესურსების მომზადება/მობილიზება. | ამოცანა 2.2.2.1. ადამიანური რესურსების გეგმის და შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსების მექანიზმების დანერგვა ეროვნულ დონეზე პაციენტზე-ორიენტირებული და ტუბერკულოზის ინტეგრირებული სერვისების უზრუნველსაყოფად. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
აქტივობა 2.2.1.1. აივ/შიდსის ეროვნული რეაგირებისათვის ადამიანური რესურსების, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებში დასაქმებული პერსონალის (მაგ., რისკის შემცირების და ნკტ კონსულტანტები, თანასწორ-განმანათლებლები, საველე მუშაკი, სოციალური მუშაკი, მკურნალობის დამყოლობის კონსულტანტი) გადამზადების და პროფესიული განვითარების ერთიანი პოლიტიკის შემუშავება. | აქტივობა 2.2.2.1.1. ტუბერკულოზის ინტეგრირებული სერვისების მოდელების გრძელვადიანი გენერალური გეგმის მიღება, მონიტორინგი და დანერგვის ხელშეწყობა. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
აქტივობა 2.2.1.2. აივ/შიდსის თემაზე ტრენინგის მოდულების ინსტიტუციონალიზაცია განათლების ფორმალურ სისტემაში როგორც დიპლომამდელი, ისე დიპლომის შემდგომი განათლების დონეზე. | აქტივობა 2.2.2.1.2. შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსების მექანიზმის დანერგვის და ეროვნულ დონეზე გაფართოების ხელშეწყობა. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
აქტივობა 2.2.1.3. ტრენერთა ტრენინგების ჩატარება განათლების სისტემის აკადემიური პერსონალისთვის აივ/შიდსის თემაზე ტრენინგების ინსტიტუციონალიზაციისთვის. | ამოცანა 2.2.2.2. ტუბერკულოზის პროგრამაში ადამიანური რესურსების, მათ შორის არასამთავრობო სექტორის პერსონალის მომზადების და უწყვეტი პროფესიული განათლების პოლიტიკის შემუშავება | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
აქტივობა 2.2.2.2.1. ადამიანური რესურსების პოლიტიკის (პროფესიული კომპეტენციები/კვალიფიკაციის ჩარჩო, კურსის აკრედიტაცია, სერტიფიცირება) შემუშავება ტუბერკულოზის დარგში დასაქმებული პერსონალისთვის, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების არა-სამედიცინო პერსონალის (მაგ. მკურნალობის დამყოლობის კონსულტანტები, აუთრიჩ/სოციალური მუშაკები, ქეის-მენეჯერები, ტრენერები, თანასწორგანმანათლებელი, ჯგუფის ფასილიტატორები (თვითდახმარების ჯგუფებში ან სხვა), სათემო ოფიცერი) და ასევე პირველადი ჯანდაცვის მედპერსონალისათვის. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
აქტივობა 2.2.2.2.2. ტუბერკულოზის დარგში დასაქმებული პერსონალისთვის უწყვეტი პროფესიული განათლების კურსების ადეკვატური დაფინანსების უზრუნველყოფა. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
აქტივობა 2.2.2.2.3. უფასო რეზიდენტურის კურსების შემუშავება იმ სპეციალობებში, სადაც კადრების ნაკლებობაა, მაგ.: პულმონოლოგია და ფთიზიატრია. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
აქტივობა 2.2.2.2.4. ტუბერკულოზის სერვისების მართვის გაიდლაინების პერიოდული განახლება. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
აქტივობა 2.2.2.2.5. ტუბერკულოზის თემაზე ტრენინგის ინსტიტუციონალიზაცია ფორმალურ განათლების სისტემაში ინტეგრაციის გზით. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
აქტივობა 2.2.2.2.6. ტუბერკულოზის დარგში მასტერ-ტრენერების ქსელის ჩამოყალიბება. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
2.2.3. ინფრასტრუქტურა - სამედიცინო და არასამედიცინო აღჭურვილობა აივ/შდსის და ტუბერკულოზის პროგრამებისთვის | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ამოცანა 2.2.3. აივ/შიდსის და ტუბერკულოზის პროგრამის ფარგლებში სამედიცინო და არასამედიცინო აღთჭურვილობის სათანადო მომსახურების და ოპერირების უზრუნველყოფა | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
აქტივობა 2.2.3.1. სამედიცინო და არასამედიცინო აღჭურვილობის ოპერირება და მომსახურება. |
აივ/შიდსის ეროვნული რეაგირებისთვის ადამიანური რესურსების გადამზადებას, განსაკუთრებით არასამთავრობო ორგანიზაციებში დასაქმებული პირების, კრიტიკული მნიშნვნელობა აქვს. დღეს არსებული სერვისების მოდელი ითვალისწინებს რისკის შემცირების და ნკტ კონსულტანტების, თანასწორ-განმანათლებლების, საველე მუშაკების, სოციალური მუშაკების, მკურნალობის დამყოლობის კონსულტანტების ჩართულობას და ამ პოზიციებზე დასაქმებულ პირებს, ხშირ შემთხვევაში, არანაირი ფორმალური განათლება ამ მომსახურების მიწოდებაში მიღებული არ აქვს. გადამზადების, ისევე როგორც ამ პროფესიების ირგვლივ სახელმწიფო რეგულაციების შექმნაში მოაწილება აუცილებელია სს სო-ებისთვის. ამ პროცესში უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რომ თემის წარმომადგენლები კვლავ აქტიურად იქნებიან ჩართული მომსახურების მიწოდებაში.
მსგავსად აივ-ისა, ტუბერკულოზის სფეროშიც იგეგმება არასამედიცინო პერსონალის ფორმალური/პროფესიული ჩარჩოების შემუშავება და გადამზადების პროცესის დაწყება.
დღეს არსებული კანონმდებლობა ითვალისწინებს სამედიცინო პერსონალისა და სოციალური მუშაკის (დიპლომირებული) პროფესიულ ჩარჩოებს. შესაბამისად, ამ გპგ-ს დანერგვის პროცესში, მსგავსი სისტემა შეიქმნება, რამაც შეიძლება გადამწყვეტი გავლენა იქონიოს არსებული თანამშრომლების (ან ახალი პირების) სათემო მომსახურებების მიწოდების დასაქმების პერსპექტივებზე.
აივ-ის სფეროში ადამიანური რესურსების გადამზადების პოლიტიკის შემუშავებასა და დამტკიცებაზე 2018-2019 წლებში ჯამურად 32600 დოლარია გამოყოფილი (აქტივობა 2.2.1.1.) თუმცა ეს თანხა არა უშუალოდ კადრების (მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების პერსონალის) ტრენინგზეა გათვალისწინებული, არამედ კადრების უწყვეტი მომზადების პოლიტიკის შემუშავებაზე. მნიშვნელოვანი იქნება ამ პოლიტიკის შესაბამისად კადრების მომზადების დაბიუჯეტების პროცესის მონიტორინგი ეროვნული სტრატეგიული გეგმის შემუშავებისას.
ტუბერკულოზში ინტეგრირებული სერვისების მოდელების გენერალური გეგმის, ადამიანური რესურსის პოლიტიკის შემუშავებისა და ტუბერკულოზზე ტრენინგის ფორმალურ განათლებაში ინტეგრაციის (აქტივობები 2.2.2.1.1, 2.2.2.2.1, 2.2.2.2.5.) მნიშვნელოვანია წარიმართოს სამოქალაქო სექტორის ჩართულობით. ამჟამად ამ აქტივობებში ძირითადად უნივერსიტეტები და პროფესიული ასოციეციები მოიაზრებიან.
2.3.1. ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემა – აივ | 2.3.2. ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემა – ტუბერკულოზი |
ამოცანა 2.3.1. ჯანმრთელობის საინფორმაციო სისტემის მდგრადი განვითარება აივ/შიდსის ეროვნული რეაგირების პროგრამაში | ამოცანა 2.3.2. ტუბერკულოზის დარგში ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემების გაუმჯობესება |
აქტივობა 2.3.1.1. ჯანმრთელობის საინფორმაციო სისტემის გაძლიერების ინტერვენციების, მათ შორის დაავადების ზედამხედველობის, მონიტორინგის და ანგარიშგების სისტემების სრულ ინტეგრაციაზე მიმართული აქტივობების განხორციელებაზე მონიტორინგი (2017 წლის ბოლომდე). | აქტივობა 2.3.2.1. ტუბერკულოზის დარგში მონიტორინგის/ანგარიშგების სისტემის სრული ინტეგრაციის პროცესის (როგორც ეს დაგეგმილია გლობალური ფონდის ტუბერკულოზის გრანტის ფარგლებში) მონიტორინგი და შეფასება (2017 წლის ბოლომდე). |
აქტივობა 2.3.1.2. აივ/შიდსის საინფორმაციო სისტემის გაძლიერების ინტერვენციების განხორციელებაზე მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, და იდენტიფიცირებული არსებული საჭიროებების შესაბამისად სისტემის გაძლიერების ინტერვენციების დაგეგმვა და განხორციელება. | აქტივობა 2.3.2.2. მონიტორინგის შდეგებზე დაყრდნობით და იდენტიფიცირებული საჭიროებების შესაბამისად სისტემის გაძლიერების ინტერვენციების დაგეგმვა და განხორციელება ტუბერკულოზის დარგში საინფორმაციო სისტემის სრული ინტეგრაცია-ინსტიტუციონალიზაციისთვის. |
აქტივობა 2.3.2.3. ტუბერკულოზის დარგში დასაქმებული პერსონალის ტრენინგი საინფორმაციო სისტემების გამოსაყენებლად. |
2.4.1. მართვა – აივ (პოლიტიკური მხარდაჭერა, პროგრამის ლიდერობა, კოორდინაცია) | 2.4.2. მართვა - ტუბერკულოზი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ამოცანა 2.4.1. აივ/შიდსის პროგრამის მმართველობის გაუმჯობესება | ამოცანა 2.4.2. ტუბერკულოზის ეროვნული რეაგირების მმართველობის გაუმჯობესება | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
აქტივობა 2.4.1.1. აივ/შიდსის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება 2019-2023 წლებისათვის. | აქტივობა 2.4.2.1. ტუბერკულოზის პროგრამის მმართველობის სისტემის სტრუქტურის, როლებისა და პასუხისმგებლობების განსაზღვრა (საქართველოს მთავრობის რეზოლუცია, ან ცვლილებები საქართველოს კანონში ტუბერკულოზის შესახებ). | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
აქტივობა 2.4.1.2. 2019-2023 წლების აივ/შიდსის ეროვნული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის დამტკიცება სამთავრობო რეზოლუციით. | აქტივობა 2.4.2.2. შესაბამისი სამთავრობო სააგენტოების ჩართვა რეგულაციური მექანიზმების დასადგენად (მაგ.: ლიცენზირების მოთხოვნა), რომ მოხდეს კერძო პროვაიდერების მიერ ტუბერკულოზის სერვისების მიწოდების გაგრძელება ხელშეკრულების ვადის გასვლის (2018 წლის) შემდგომ. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
აქტივობა 2.4.1.3. ოფიციალურ პირებთან და დაინტერესებულ მხარეებთან დიალოგის გამართვა, სამთავრობო იერარქიაში ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს პოზიციონირების ალტერნატივების განსახილველად, რათა მოხდეს ყველაზე ოპტიმალური ვარიანტის მიღება, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს მაღალ ლეგიტიმურობას და მდგრადობას. | აქტივობა 2.4.2.3. ტუბერკულოზის ეროვნული სტრატეგიისა და განფასებული სამოქმედო გეგმის შემუშავება 2021-2025 წლებისათვის. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
აქტივობა 2.4.2.4. ტუბერკულოზის ეროვნული სტრატეგიის 2021-2025 და სამოქმედო გეგმის დამტკიცება სამთავრობო რეზოლუციით სტრატეგიული გეგმის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით. |
მმართველობის ბლოკს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ დაფინანსების განსაზღვრაში, რომელითაც ქვეყანამ მთლიანად უნდა ჩაანაცვლოს გლობალური ფონდის და სხვა დონორების დაფინანსება. სწორედ აივ/შიდსის 2019-2023 წლების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის (აქტივობა 2.4.1.1.) შინაარსზე და ბიუჯეტზე იქნება დამოკიდებული მათ შორის დაბალზღურბლოვანი სერვისების მიწოდებაც (რომელიც ქვედა 2.6 ბლოკში განიხილება).
ექსპერტების აზრით, სასურველია, რომ ქსს-ს (აქტივობა 2.4.1.3. ) ფუნქციები შენარჩუნდეს გლობალური ფონდის პროგრამების დასრულების შემდეგაც. თუმცა ამის გარანტია გპგ-ში ცალსახად არ დევს და ნაკლებ მოლოდნელია, რომ სახელმწიფო ქსს არსებული სახით შეინარჩუნოს (სამოქალაქო სექტორის ფართო წარმომადგენლობით) და მას ჩააბაროს სახელმწიფო დაფინანსების, თუნდაც ზედამხედველობის, ფუნქცია.
მსგავსი დატვირთვა აქვს პაციენტთა თემის ან სხვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მონაწილეობას იგივე სახის ღონისძიებებში ტუბერკულოზის მიმართულებითაც (აქტივობები 2.4.2.1. და 2.4.2.3.).
2.5.1. ანგარიშვალდებულება – აივ | 2.5.2. ანგარიშვალდებულება - ტუბერკულოზი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ამოცანა 2.5.1. აივ/შიდსის პროგრამის ანგარიშვალდებულების გაუმჯობესება, პროგრამული და ფინანსური მონაცემების დისემინაცია სტეიკჰოლდერებთან და ფართო საზოგადოებასთან | ამოცანა 2.5.2. ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის ანგარიშვალდებულების გაუმჯობესება, პროგრამული და ფინანსური მონაცემების გამჭვირვალობის და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
აქტივობა 2.5.1.1. პროგრამის შედეგების დისემინაციისა და კომუნიკაციის სტრატეგიის შექმნა პროგრამული და ფინანსური მონაცემების გამჭვირვალობისა და ინფორმაციასთან ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. | აქტივობა 2.5.2.1. ტუბერკულოზის პროგრამული და ფინანსური ანგარიშების რეგულარულად გამოქვეყნება და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ნებისმიერი დაინტერესებული ჯგუფისათვის, მათ შორის: სამოქალაქო საზოგადოების, პროგრამის ბენეფიციარებისა და ფართო საზოგადოებისათვის. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
აქტივობა 2.5.1.2. აივ/შიდსის ეროვნული რეაგირების პროგრამული და ფინანსური ანგარიშების რეგულარულად გამოქვეყნება და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ნებისმიერი დაინტერესებული ჯგუფისათვის, მათ შორის: სამოქალაქო საზოგადოების, პროგრამის ბენეფიციარებისა და ფართო საზოგადოებისათვის. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
მნიშვნელოვანია ამ ბლოკის ღონისძიებების (აქტივობები 2.5.1.1., 2.5.1.2. და 2.5.2.1) ინსტრუმენტალიზაცია სათემო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, აქტივისტების და პროგრამის ბენეფიციარების მხრიდან, რათა მოხდეს პროგრამის შედეგების ჯეროვანი გავრცელება ყველა დაინტერესებული მხარისათვის ხელმისაწვდომი გზით და ენით. სწორედ ამ სტრატეგიების შემუშავებას ემყარება ინფორმაციის გავრცელების მონიტორინგის ღონისძიებები (იხილეთ დეტალური ცხრილი), რომელიც ასევე სამოქალაქო სექტორის პრეროგატივაა.
2.6.1. მომსახურების გაწევა – აივ | 2.6.2. მომსახურების გაწევა – ტუბერკულოზი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ამოცანა 2.6.1. აივ/შიდსის სერვისების ხარისხის გაუმჯობესება | ამოცანა 2.6.2. ტუბერკულოზის ინტეგრირებული სერვისების, პაციენტზე ორიენტირებული მკურნალობისა და პრევენციის მოდელის დანერგვის მხარდაჭერა | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
აქტივობა 2.6.1.1. აივ პრევენციის და ზიანის შემცირების სერვისის სტანდარტების დამტკიცება და მათი დანერგვის ხელშეწყობა. | აქტივობა 2.6.2.1. ტუბერკულოზის გრძელვადიანი, გენერალური გეგმის განხორციელების და მონიტორინგის მხარდაჭერა ტუბერკულოზის ინტეგრირებული სერვისების მოდელის დანერგვისათვის. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
აქტივობა 2.6.1.2. არასამთავრობო ორგანიზაციების პერსონალის ტრენინგი, აივ პრევენციის სტანდარტების პრაქტიკული დანერგვისათვის. | აქტივობა 2.6.2.2. ხარისხის გაუმჯობესების სისტემის დანერგვის მხარდაჭერა (მტკიცებულებაზე დაფუძნებული კლინიკური პრაქტიკის გაიდლაინები, მხარდამჭერი მეთვალყურეობა, საქმიანობის შეფასება, ხარისხის შეფასება). | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
ზიანის შემცირების ევრაზიის ქსელის ფინანსური მხარდაჭერით 2016 წელს შემუშავდა ეროვნული სტანდარტები ზიანის შემცირების მომსახურების გასაუმჯობესებლად. გაეროს მოსახლეობის ფონდის ტექნიკური მხარდაჭერით იქმნება სტანდარტული პაკეტები დეტალური აივ ინტერვენციებისათვის მსმ პოპულაციაში და ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოში. "ოპტიმა"-ს კვლევის რეკომენდაციების თანახმად, აივ პრევენციის სტანდარტების განვითარებისას მსმ პოპულაციაში გათვალისწინებულ უნდა იქნეს მიზნობრივი მომსახურება MSMW ჯგუფში (აქტივობა 2.6.1.1.).
მომსახურების სტანდარტი არის დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრება მომსახურების მოცულობა, მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული მოთხოვნები (მაგალითად, თანამშრომლები და მათი კვალიფიკაცია) და მომსახურების ერთეულის ღირებულება.
ამ დოკუმენტის როგორც შემუშავებაში, ისე მის დანერგვასა და შემდგომ გადახედვაში მონაწილეობის მიღებას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თემისთვის, რადგან ამ დოკუმენტში არის განსაზღვრული კონკრეტულად რას და როგორ მიიღებს თითოეული ადამიანი, როდესაც ის მომსახურების მიმწოდებელს მიმართავს.
მნიშვენელოვანია, რომ სტანდარტები დამტკიცებული იყოს, რათა შეიქმნას მომსახურების მიწოდების ლეგალური საფუძველი და ასევე მნიშნვლოვანია, რომ მათი გადახედვა ხდებოდეს რეგულარულად.
აქტივობა 2.6.1.2. ითვალისწინებს 2018 და 2019 წლებში 25-25 ადამიანის ტრენინგს. აღსანიშნავია, რომ ეს ღონისძიება გამორჩენიალია გპგ განხორციელების გეგმაში, თუმცა თითოეულ წელს ტრენინგებზე 4600 დოლარია გამოყოფილი.
2.7.1. შესყიდვები და მომარაგების ქსელის მართვა - აივ | 2.7.2. შესყიდვები და მომარაგების ქსელის მართვა - ტუბერკულოზი |
ამოცანა 2.7.1. ეფექტური და ფუნქციური შესყიდვებისა და მომარაგების ქსელის შენარჩუნება აივ/შიდსის პროდუქციისათვის, შესაბამის ეროვნულ სტრუქტურებში | ამოცანა 2.7.2. ეფექტური და ფუნქციური შესყიდვებისა და მომარაგების ქსელის შენარჩუნება ტუბერკულოზის პროგრამული პროდუქციისათვის შესაბამის ეროვნულ სტრუქტურებში |
აქტივობა 2.7.1.1. აივ/შიდსის სამკურნალო და დამხმარე პროდუქციისათვის შესყიდვებისა და მომარაგების ქსელის შეფასება (2017 წლის ბოლოს). | აქტივობა 2.7.2.1. შესყიდვებისა და მომარაგების ქსელის შეფასება (2017 წლის ბოლოს) ტუბერკულოზის პროგრამული პროდუქციისათვის. |
აქტივობა 2.7.1.2. შესყიდვებსა და მომარაგებაზე პასუხისმგებელი ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობების განვითარების ღონისძიებების დაგეგმვა და დანერგვა (თუ ამ პასუხისმგებლობას ახალი ერთეული აიღებს თავზე). | აქტივობა 2.7.2.2. შესყიდვებსა და მომარაგებაზე პასუხისმგებელი ეროვნული სააგენტოსთვის შესაძლებლობების განვითარების ღონისძიებების დაგეგმვა და დანერგვა (თუ ამ პასუხისმგებლობას ახალი ერთეული აიღებს თავზე). |
2.8.1. ორგანიზაციული შესაძლებლობები – აივ | 2.8.2. ორგანიზაციული შესაძლებლობები – ტუბერკულოზი |
აივ ეროვნული პასუხი იმართება ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მიერ. ამ ორგანიზაციის პროგრამული მართვის შესაძლებლობები, მომსახურების გაწევა, მონიტორირებისა და შეფასების შესაძლებლობები, შესყიდვებისა და მომარაგების ქსელის მართვა ადეკვატურია შესაბამისი გარემოს შესაქმნელად გარდამავალ პროცესში. ამ მიზნით არ იგეგმება სპეციფიკური ღონისძიებები. |
ამოცანა 2.8.2. ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის მართვისა და კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით მართვის სააგენტოს ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერება (განისაზღვრება მმართველობის კომპონენტის ფარგლებში) |
აქტივობა 2.8.2.1. ტუბერკულოზის ეროვნული საბჭოს სამდივნოს/ ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის შესაძლებლობების გაუმჯობესება ეროვნული საბჭოსათვის ეფექტური სამდივნო მხარდაჭერის უზრუნველყოფის მიზნით. |
ამოცანა 2.9.1. გარდამავალი პერიოდის გეგმა უნდა იყოს მოქმედი და სამართლებრივად სავალდებულო | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
აქტივობა 2.9.1.1. გარდამავალი პერიოდის გეგმის დამტკიცება სამთავრობო რეზოლუციით. დამტკიცებული გეგმა მოიცავს გეგმის მონიტორინგის ჩარჩოს დროში გაწერილი და გაზომვადი ინდიკატორებით და სამიზნეებით. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
აქტივობა 2.9.1.2. გარდამავალი გეგმის მონიტორინგის მიზნით გარე მიმოხილვის სისტემის/ფუნქციური ერთეულის შექმნა, რომელიც გარდამავალი პერიოდის გეგმის შესრულების მონიტორინგთან ერთად, ასევე აფასებს სახელმწიფოს, ეროვნული სტრატეგიული გეგმების და გლობალური ფონდის გრანტების ვალდებულებების და პირობების შესრულებას. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
გარდამავალი პერიოდის გეგმისა და ამ აივ-ინფექცია/შიდსსა და ტუბერკულოზზე ეროვნული რეაგირების დონორებიდან დაფინანსების სახელმწიფოზე გადასვლის პროცესში სათემო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობის მრავალ შესაძლებელობას იძლევა, და რაც მთავარია, ამ ჩართულობის აუცილებლობას ადასტურებს. რამოდენიმე მნიშვნელოვანი და შეჯერებული რეკომენდაცია ამ კუთხით შემდგომია:
- გარდამავალი პერიოდის გეგმა თავისთავად არ წარმოადგენს გარდამავალი პერიოდის შეჯერებულ გეგმას. ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა ექნება სათემო და სამოქალაქო აქტივისტების მონაწილეობას აივ-ისა და ტუბერკულოზის ეროვნული სტრატეგიული გეგმების შემუშავების, ინდიკატორებისა და ბიუჯეტის ფორმირების და სახელმწიფო ბიუჯეტისა და პროგრამების შემუშავების პროცესებში.
- სათემო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის აუცილებელია განაგრძოს მუშაობა საკანონმდებლო ბარიერების მოხსნის კუთხითაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, მკაფიო სამიზნეების და ინდიკატორების გარეშე შეუძლებელი იქნება სერვისების იმ მოცულობით და სახით მიწოდება, რომელიც საჭიროა მაგ. გაეროს მდგრადი განვითარების მიზნის მისაღწევად.
- არანაკლებ მნიშვნელოვანია სათემო ორგანიზაციებმა მოახდინონ სახელმწიფო შესყიდვების არსებულ სისტემაში არსებული ბარიერების დოკუმენტირება, რათა ამ ბარიერების დაძლევა გამოიხატოს არა არსებულ სისტემასთან სათემო ორგანიზაციების ხელოვნურად მორგებაში, არამედ ადამიანთა ფართო წრის ინტერესების დაცვაში.
- დაფინანსების ღიობების შესავსებად ახლავეა სამუშაო გასაწევი, რადგან გლობალური ფონდის დაფინანსების შეწყვეტასთან ერთად არ მოხდეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საბიუჯეტო ასიგნებების შეფერხება. მეტიც, თითოეული ეს ღიობი პირდაპირ უნდა გახდეს თემთა ერთობლივი ადვოკაციის სამიზნე.
- გარდამავალი გეგმა გვთავაზობს რესურსების განაწილებას ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლებით, რაც მისაღებია უკონტროლოდ ქცეული ეპიდემიის შეჩერებისთვის, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს პრევენციული პროგრამების ხარჯზე, რომლებმაც უკვე გამოიღეს შედეგი და მოცვის და ეფექტურობის მზარდი მაჩვენებლებით გამოირჩევიან (ზიანის შემცირების ღონისძიებები). წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ სურათს, როდესაც გამოყოფილი რესურსები არც ერთ ჯგუფში ეპიდემიის სწრაფი უკუქცევისთვის იქნება საკმარისი, არც მეორეში არსებული ეპიდემიოლოგიური პარამეტრების შესანარჩუნებლად.
- უმნიშვნელოვანესია, გადაიხედოს გპგ, მისი შესრულების ინდიკატორები და დაბრუნდეს წინა სამუშაო ვერსიაში არსებული ფორმულირებები. არსებული ფორმულირებებით გეგმის შესრულებად ჩაითვალება, მაგ. კიდევ უფრო გამკაცრდებული ნარკოპოლიტიკა, ვინაიდან ინდიკატორი მხოლოდ ცვლილებას მოითხოვს, მაგრამ არ განსაზღვრავს რა მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ გარდამავალი გეგმის შესრულების გარდაუვალობა სახელმწიფოს მიერ სრულად იქნეს გათავისებული არა გლობალური ფონდიდან დარჩენილი დაფინანსების მიღების საპირწონედ, არამედ მისი მოქალაქეების კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად.
შიდსი | შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი |
არვ | ანტირეტროვირუსული თერაპია |
დკსჯეც | დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი |
ქსს | ქვეყნის საკოორდინაციო საბჭო |
პასკ | პოლიტიკისა და ადვოკატირების საკონსულტაციო კომიტეტი |
სო | სათემო ორგანიზაცია |
სსო | სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია |
შბგპა | შიდსთან ბრძოლის გლობალური პასუხის პროგრესი |
მშპ | მთლიანი შიდა პროდუქტი |
გფ | გლობალური ფონდი |
აივ | ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი |
ქზბიკ | ქცევაზე ზედამხედველობის და ბიომარკერის ინტეგრირებული კვლევა |
ნიმ | ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელი |
მსმ | მამაკაცები, რომლეთაც სექსი აქვთ მამაკაცთან |
კსმ | კომერციული სექსმუშაკი |
ძდჯ | ძირითადი დაზარალებული ჯგუფები |
მ&შ | მონიტორინგი და შეფასება |
მრ | მულტირეზისტენტული |
სსპს | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო |
შჯსდს | შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო |
მსმ | მამაკაცები, რომლებსაც სექსი აქვთ მამაკაცებთან |
ხსდ | ხარჯების საშუალოვადიანი დაგეგმარება (პროგნოზი) |
შედშ | შიდსზე ეროვნული დანახარჯების შეფასება |
ოჩთ | ოპიოიდებით ჩანაცვლებითი თერაპია |